გონალონი "რომაში" გადადის » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

გონალონი "რომაში" გადადის

3-07-2017, 01:37

იტალიურმა "რომამ" ფრანგულ "ლიონთან" შეთანხმებას მიაღწია და 28 წლის მაქსიმ გონალონი, მომავალი სეზონიდან სტადიო ოლიმპიკოზე ითამაშებს. რომაულ კლუბს მისი შეძენა მხოლოდ 5 მილიონი ევრო დაუჯდება, რადგან ფეხბურთელს "ლიონთან" კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება.

მონკის სპორტული დირექტორობის პერიოდში, გონალონი მეოთხე შენაძენია რიკ კარსდორფის, ჰექტორ მორენოსა და ლორენსო პელეგრინის შემდეგ. თავის მხრივ კლუბი დატოვეს მოჰამედ სალაჰმა და ლეანდრო პარედესმა, რომელთა ხარჯზეც "რომას" ხაზინა საკმაოდ შეივსო. "მგლების" დატოვებასთან ასევე საკმაოდ ახლოსაა ანტონიო რუდიგერი, რომელსაც ლონდონის "ჩელსის" უკავშირებენ.

კლუბის გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან თავიანთი საყვარელი გუნდის პრეზიდენტის, ჯეიმს პალოტას ქმედებებით და თვლიან, რომ დიდი მიზნების მისაღწევად უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.



  • goga11
  • 3 ივლისი 2017 01:38
sul farchakebi iyvnen

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით