TUTTOSPORT: მომავლის ვარსკვლავი საქართველოდან » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

TUTTOSPORT: მომავლის ვარსკვლავი საქართველოდან

3-07-2017, 22:57

გუშინ, საქართველოში სტარტი აიღო ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატმა, სადაც უამრავი საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდა, რომლებიც უახლოეს მომავალში მსოფლიოში საფეხბურთო ამინდს შექმნიან.

ცნობილი იტალიური გამოცემა "TUTTOSPORT" ამ ტურნირს ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს და ამჯერადაც აპენინელებმა 8 ტალანტი გამოარჩიეს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ქართველი შემტევია. საუბარი არა არაბიძეზე, არამედ გიორგი ჩაკვეტაძეზეა, რომელიც პორტუგალიასთან მართლაც დიდებულად გაისარჯა.

აქვე შემოგთავაზებთ იმ 8 ტალანტს, რომლებიც იტალიური გამოცემის მტკიცებით, სულ მალე დიდ ფეხბურთს ითამაშებენ: გიორგი ჩაკვეტაძე (საქართველო), სეად ჰაკსაბანოვიჩი (შვედეთი), აიმენ ბარკოკი (გერმანია), დიეგო დალო (პორტუგალია), რაიან სესენიონი (ინგლისი), გეორგი რუსევი (ბულგარეთი), ფერდი კადიოღლუ (ჰოლანდია) და მიხაილ სადილეკი (ჩეხეთი).



  • goga11
  • 3 ივლისი 2017 22:58
ar eshlebat italielebs asetebi da imedia martlac ase iqneba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით