• 19-07-2023
    გამოირიცხა! - ჟოაო კანსელო “ბარსელონაში” აღარ გადავა
    გამოირიცხა! - ჟოაო კანსელო “ბარსელონაში” აღარ გადავა

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” გასულ სეზონში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა.

    ზემოხსენებულ პოზიციაზე ხან რონალდ არაუხოს, ხანაც კი ჟულ კუნდეს უწევდა თამაში. ორივე მათგანი კი ამპლუით ცენტრალური მცველები გახლავთ.

    სწორედ ამიტომ კატალონიურმა გრანდმა “მანჩესტერ სიტის” 29 წლის პორტუგალიელი მარჯვენა მცველის, ჟოაო კანსელოს შეძენა გადაწყვიტა.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” კანსელოს იჯარის წესით დამატებაზე უარი განაცხადა, რადგან ხელფასის ჩათვლით კატალონიურ გუნდს ჟოაოს არ ენდოთ გადაბირებას 20 მილიონი ევრო დაუჯდება.

    Facebook კომენტარები