• 08-06-2023
    ოფიციალურად: ალექსის მაკ ალისტერი "ლივერპულის" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: ალექსის მაკ ალისტერი "ლივერპულის" ფეხბურთელია
    Author of the article
    Aa

    მერსესაიდულმა "ლივერპულმა" "ბრაიტონიდან" 24 წლის ნახევარმცველის, ალექსის მაკ ალისტერის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

    "ლივერპულმა" ალექსის მაკ ალისტერის ტრანსფერზე "ბრაიტონ ჰოუვ ალბიონთან" მიაღწია შეთანხმებას მიაღწია. ხელშეკრულება გრძელვადიანია, სატრანსფერო თანხა კი არ სახელდება," - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

    არგენტინელმა ფეხბურთელმა მცირე კომენტარი გააკეთა:

    "ეს საოცარი გრძნობაა. ახდენილი ოცნებაა. აქ ყოფნა გასაოცარია და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ."

    ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "სქაუზერებმა" ახალგაზრდა ფეხბურთელში 35 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

    2022/2023 წლების სეზონში ალექსისმა "ბრაიტონის" 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თავი 12 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. გარდა ლონდონური კლუბისა, წარსულში მას "არგენტინოს ხუნიორსა" და "ბოკა ხუნიორსში" უთამაშია.

    Facebook კომენტარები