მიშელ ოლა:"თუ ფეხქვეშ ნავთობი და გაზი, გაქვთ 222 მილიონი არაფერია"

7-08-2017, 10:58

ფრანგული"ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა "პსჟში" ბრაზილიელი ნეიმარის ტრანსფერს გამოეხმაურა.

პრესასთან"ლიონის" პრეზიდენტმა განაცხადა:"ნეიმარის ტრანსფერი საფრანგეთის ჩემპიონატის ეკონომიკას ხელს არ შეუწყობს. ბალანსის პოვნაა აუცილებელი. თუ ფეხქვეშ ნავთობი და გაზი გაქვთ 222 მილიონი არაფერია".

შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს ფრანგულმა "პარი სენ ჟერმენმა" ოფიციალურად დაადასტურა ახალგაზრდა ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარ ჯუნიორის ტრანსფერი. 25 წლის ფეხბურთელი "პსჟ-ში" რეკორდულ ფასად 222 მილიონ ევროდ გადავიდა.



ავტორი: ლუკა ალავიძე


  • messi10
  • 7 აგვისტო 2017 11:03
ola magrebs ityvis xolme

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით