"ბარსელონა" და "მილანი" "რეალს" ჯერ კიდევ უსწრებენ

9-08-2017, 01:03

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 2017 წლის უეფას სუპერ თასის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მადრიდის "რეალმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" 2:1 დაამარცხა და თავისი ჯილდოების მრავალრიცხოვან კოლექცის კიდევ ერთი ტიტული შემატა.

მიუხედავად იმისა, რომ "სამეფო კლუბს" ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მეტჯერ, 12-ჯერ აქვს მოგებული, დღეს მიღებული უეფას სუპერ თასი ისტორიაში რიგით მე-4 აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, "რეალი" ამ მიღწევით ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გუნდებს, "მილანსა" და "ბარსელონას" მიუახლოვდა, რომელთა კოლექციაში 5 სუპერ თასის ტიტული შედის.


  • basota
  • 9 აგვისტო 2017 12:07

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით