სუპერ თასის შესვენების დროს მოურინიოსა და რონალდოს შეხვედრა შედგა

9-08-2017, 01:16

როგორც უკვე მოგახსენეთ, მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 2017 წლის უეფას სუპერ თასის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მადრიდის "რეალმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" 2:1 დაამარცხა და აღნიშნული ტიტული მე-4-ედ მოიპოვა.


მატჩის დასრულებიდან მალევე ინტერნეტსივრცე "სამეფო კლუბის" ლიდერ რონალდოსა და "ემიუს" თავაკც ჟოზე მოურინიოს შეხვედრის კადრებმა დაიპყრო. როგორც ევოპული გამოცემები წერენ, დაჯილდოვების შემდეგ კრიშტიანო თანამემამულე მწვრთნელს გასახდელშიც შეხვდა და გაურკვეველ საკითხზე პირადად ესაუბრა.

როგორც ვარაუდობენ, ფეხბურთელსა და ყოფილ მწვრთნელს შორის ასეთი გულთბილი შეხვედრა იმითაც არის განპირობებული, რომ "ოქროს ბურთის" მოქმედ პრიზიორს თავის ყოფილ კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება აქვს განზრახული და ამაზე უკვე ბევრი რამეც მიანიშნეს.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით