სფფ "ტორპედოს" სანქციებს დაუწესებს

12-08-2017, 14:50

გუშინ ეროვნული ლიგის ეგიდით გამართული შეხვედრა, რომელიც თბილისში მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა "ლოკომოტივსა" და "ტორპედოს" შორის, 85-ე წუთზე შეწყდა.

მატჩის შეწყვეტის მიზეზად კი ქუთაისელი მაყურებლის მიერ მოედანზე ასაფეთქებელი ნივთიერების სროლა დაფიქსირდა, რომელიც თამაშის მიმდინარეობისას აფეთქდა.

როგორც ქუთაისური კლუბის პრესსამსახური იტყობინება, "ტორპედო", საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან სანქციებს ელოდება, რის შემდეგადაც აღნიშნული ფაქტის შესახებ ოფიციალურ განცხადებას თავადაც გააკეთებენ.

ავტორი გიორგი კაპანაძე


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით