ინოვაცია, რომელიც ფეხბურთს უფრო მიმზიდველს გახდის

14-08-2017, 20:49

ფეხბურთი დღითიდღე ვითარდება და ყოველდღიურად მასში სიახლეები ინერგება. ფეხბურთის ინოვაცია, კი ამ სპორტის სახეობას უფრო მეტად მიმზიდველსა და სანახაობრივს ხდის.

ბოლო დროს გაჩნდა იდეა, რომლის თანახმადაც თამაშის მთავარ არბიტრს ვიდეო კამერა ექნება მიმაგრებული, რომლითაც შეხვედრის მიმდინარეობისას სხვადასხვა მომენტებს დააფიქსირებს.

ამ ინოვაციის საცდელი ვერსია იდეის ავტორებმა MLS-ის და მადრიდის "რეალის" ამხანაგური მატჩისას შემოგვთავაზეს, რამაც მილიონობით ფეხბურთის მოყვარულის მოწონება დაიმსახურა.

სწორედ ამიტომ, შესაძლოა ახლო მომავალში FIFA-მ და UEFA-მ აღნიშნული იდეა ფეხბურთის განუყრელ ნაწილად აქციონ და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტი კიდევ უფრო სანახაობრივი გახადონ.



ავტორი გიორგი კაპანაძე


საინტერესო

  • herrgio
  • 14 აგვისტო 2017 20:50
მართლა ძაან მაგარი იქნება
  • Saba 35
  • 14 აგვისტო 2017 21:34
Zaan kargi ideaa martla.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით