თემურ ქეცბაიას შესახებ ჭორები არ დადასტურდა

15-08-2017, 21:48

თემურ ქეცბაიას "ორენბურგმა" ბოლო ტურში კრასნოდარში გამართულ მატჩში 1-4 წააგო  და ქართველი მწვრთნელის მისამართით სერიოზული უკმაყოფილება გამოითქვა. კლუბის გულშემატკივრებმა ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და თემურ ქეცბაიას გათავისუფლება მოითხოვეს. 

მოგვიანებით პრესაში გავრცელდა ჭორები, რომ რუსულმა კლუბმა ქეცბაია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. "ორენბურგის" ოფიციალურმა ვებგვერდმა და შემდეგ კლუბის პრეზიდენტმაც ეს ინფორმაცია დაადასტურეს.

კლუბის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს შეხვედრაში მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ილშატ აიტკულოვი შეასრულებს, რადგან თემურ ქეცბაიას ოჯახური მიზეზების გამო უხება უქმობა, შემდეგი მატჩებიდან კი ის თავის სამუშაოს დაუბრუნდება.

"ტყუილია, რომ ქეცბაია მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. ენდეთ, მხოლოდ ჩვენს საიტს, იგი მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს", - ასეთი განცხადება გააკეთა "ორენბურგის" პრეზიდენტმა  ვასილი სტოლიპინმა.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით