• 21-07-2023
    სამუელ უმტიტი "ლილში" ითამაშებს
    სამუელ უმტიტი "ლილში" ითამაშებს

    ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, "ბარსელონას" ყოფილმა უკანახაზელმა, სამუელ უმტიტიმ ახალი კლუბი იპოვა.

    როგორც ირკვევა, ცენტრალური მცველი კარიერას "ლილში" გააგრძელებს.

    "მასტიფებს" 28 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება, რადგან "ბლაუგრანასა" და მას შორის არსებული კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა.

    შეგახსენებთ, რომ "დიდმა სემმა" გასული სეზონი იჯარის წესით, "ლეჩეში" გაატარა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები