გიორგი ლორია გუნდს ახლო მომავალში შეიცვლის

18-08-2017, 09:13

რუსული ინტერპორტალი "чемпионат"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიერას მახაჩყალის "ანჟიში" გააგრძელებს.

გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვის" რიგებში 2015 წლიდან ირიცხება. ქართველმა მეკარემ მიმდინარე ზაფხულს გერმანიაში ოპერაცია გაიკეთა და ამავე ქვეყანაში აღდგენითი პროცესიც გაიარა.

წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თუ დავეყრდნობით, მხარეებს შორის კონტრაქტი მომდევნო კვირაში გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ "კრილია სოვეტოვისგან" გასხვავებით "ანჟი" რუსეთის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს. მახაჩკალელებისთვის ეს პირველი ქართველი შენაძენი არ არის. გეტყვით, რომ ამ ზაფხულს რუსებს ჯაბა ლიპარტია შეუერთდათ.



ავტორი ლუკა ალავიძე


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით