"ლივერპული" - "ჰოფენჰაიმი"

23-08-2017, 12:24

დღეს, თბილისის დროით 22:45-ზე უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "ლივერპული" საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმს" უმასპინძლებს. პირველი მატჩი გერმანიაში ინგლისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა, რაც მათ გარკვეულ უპირატესობას აძლევთ. მიუხედავად ამისა, ნაგელსმანის გუნდი დანებებას არ აპირებს და ეს თავად ახალგაზრდა მწვრთნელის ინტერვიუდანაც ჩანს. ორივე გუნდი, ზოგადად, შემტევი ფეხბურთის მოყვარულია, რასაც მათი შარშანდელი შედეგებიც ადასტურებს. სავარაუდოდ, "ჰოფენჰაიმი" პირველსავე წუთებიდან ეცდება მეტოქის კართან იერიშების მიტანას, რაც "ლივერპულს" კონტრშეტევების განხორციელების საშუალებას მისცემს. დიდი ალბათობით მატჩში მინიმუმ 3 გოლი აუცილებლად უნდა გავიდეს.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის პროგნოზია 2.5-ზე მეტი გოლი, კოეფიციენტი - 1.5



ფსონის დადება შეგიძლიათ Adjarabet.com-ზე, დადება​​​

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით