ლიონის პრეზიდენტი: "მბაპეს ტრანსფერი პსჟ-ში ლიგა 1-ს მოკლავს" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ლიონის პრეზიდენტი: "მბაპეს ტრანსფერი პსჟ-ში ლიგა 1-ს მოკლავს"

23-08-2017, 15:05

ფრანგული "ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა, კილიან მბაპეს "მონაკოდან" "პარი სენ ჟერმენში" შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა და აღნიშნული ფაქტი საკმაოდ ნეგატიურადაც შეაფასა.

"წინა ტურში როდესაც "პსჟ-მ" "ტულუზა" 6-2 დაამარცხა ეს უკვე ფეხბურთი აღარ იყო. მბაპეს პარიზულ კლუბში ტრანსფერი საფრანგეთის ლიგა 1-ს დაღუპავს, რადგან გუნდებს შორის კონკურენცია უბრალოდ აღარ იარსებებს". თქვა ჟან-მიშელ ოლამ

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ახალგაზრდა ტალანტ კილიან მბაპეს აქტიურად უკავშირებენ პარიზულ კლუბს. შესაძლოა მბაპე "პსჟ-ში" 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდეს.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 23 აგვისტო 2017 15:06
100%iani xar

Mbape barsashi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით