პოგბა გასული წლის ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

პოგბა გასული წლის ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

25-08-2017, 18:47

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა გასული წლის ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ფრანგმა ფეხბურთელმა მაისში "მანიკუნიანელებთან" ერთად აღნიშნული ტურნირი ტრიუმფით დაასრულა.

პოგბამ გოლის გატანა ფინალშიც მოახერხა, სადაც "წითელმა ეშმაკებმა" ამსტერდამის "აიაქსი" 2-0 დაამარცხეს.

24 წლის ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედს" გასულ წელს იმ დროისათვის რეკორდული თანხის სანაცვლოდ შეუერთდა და ბევრის აზრით ეს ტრანსფერი არ გამართლდა, თუმცა ევროპაში აღიარება მაინც ჰპოვა.



  • goga11
  • 25 აგვისტო 2017 18:49
მაინც ვერატი მირჩევნია ამას

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით