"მონაკოს" მბაპეს "რეალში" გასხვისება სურს

26-08-2017, 22:16

"The Telegraph" ავრცელებს ცნობას, რომლის თანახმადაც მიუხედავად იმისა, რომ "პსჟ" მზადაა მბაპეს სანაცვლოდ 180 მილიონი ევრო გადაიხადოს, "მონეგასკებს" კილიანის მადრიდის "რეალში" გასხვისება ურჩევნიათ.

ახალგაზრდა ფეხბურთელს გული პარიზისკენ მიუწევს, თუმცა "მონაკოს" მისი კონკურენტ გუნდში გაშვება არ სურს და იმედი აქვთ, რომ ევროპის ჩემპიონები კიდევ ერთ შეთავაზებას გაუკეთებენ.

სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს უახლოვდება და არაა გამორიცხული 18 წლის ფეხბურთელი მის ამჟამინდელ კლუბში დარჩეს.



  • goga11
  • 26 აგვისტო 2017 22:17
ჯობია რეალში წავიდეს ვიდრე პსჟ-ში

  • kikikiki
  • 29 აგვისტო 2017 01:46
Realsshi arunda wavides darches safrangetshi isev jobia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით