ლემარი კლოპის რადარებზე მოექცა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ლემარი კლოპის რადარებზე მოექცა

28-08-2017, 12:22

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი იუწყება, რომ "ლივერპულის" გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპი "მონაკოს" ფრანგი ფეხბურთელის ტომას ლემარის შეძენითაა დაინტერესებული.

წყაროზე დაყრდნობით, "ლივერპული" უკვე ამზადებს ოფიციალურ მიმართვას "მონაკოსთვის" და მზადაა ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ ფრანგულ კლუბს 55 მილიონი ევრო გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ ლემარის შეძენით ასევე ლონდონის "არსენალი" და "მანჩესტერ სიტიც" არის დაინტერესებული, თუმცა "მონაკოს" პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია აპირებს თუ არა ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონი 21 წლის ტალანტის გაყიდვას.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 28 აგვისტო 2017 16:32
mgoni oficialurdeba male

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით