ჟარდიმი მბაპეზე: "ჩვენ ხამესისა და კონდოგბიას შენარჩუნებაც გვინდოდა"

29-08-2017, 00:06

ფრანგული "მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა "მონეგასკების" სატრანსფერო ფანჯარასა და ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"მბაპე? ვიცი, რომ გულშემატკივრებს მისი შენარჩუნება სურთ, ისევე როგორც ხამესის, კონდოგბიას, ბერნარდო სილვას და სხვების, თუმცა ეს კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაა და მე ვერაფერს შევცვლი."

"ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა და ნიჭიერ ბიჭებს, რომლებსაც უმაღლეს დონეზე ვაყენებთ. შემდეგ კი მოდიან საფეხბურთო გრანდები და მათ გვპარავენ." - განაცხადა ჟარდიმმა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით