ოფიციალურად: იოვეტიჩი "მონაკოს" შეუერთდა

29-08-2017, 19:28

საფრანგეთის ჩემპიონებმა მონტენეგროს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, სტევან იოვეტიჩი დაიმატეს, რომელიც "ლუი მეორეზე" 10 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

"სიტის" ყოფილი ფეხბურთელი "მონეგასკებს" 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. იოვეტიჩმა ბოლო ორი სეზონი "ინტერის" რიგებში დაჰყო, თუმცა "სან სიროზე" თავი ვერ გამოიჩინა და ბოლო 6 თვე "სევილიას" რიგებში გაატარა.

"მონაკო" ასევე ძალიან ახლოსაა კეიტა ბალდეს გადაბირებასთან. რომის "ლაციოს" სენეგალელი შემტევი ფრანგებს 30 მილიონი ევრო დაუჯდებათ. სავარაუდოდ, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის.

"მონეგასკები" იოვეტიჩსა და კეიტას კილიან მბაპეს შემცვლელად განიხილავენ, რომელიც დიდი ალბათობით "პსჟ"-ს შეუერთდება.


  • goga11
  • 29 აგვისტო 2017 19:30
magari satransfero politika aqvs monakos

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით