ხავი ლატარიის გამარჯვებული გახდა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ხავი ლატარიის გამარჯვებული გახდა

29-08-2017, 20:02

მსოფლიო ჩემპიონატის, ევროპის ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემდეგ, ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" 37 წლის ლეგენდამ დოჰაში კიდევ ერთი გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.

ამჯერად ეს გამარჯვება ფეხბურთს არ ეხება. მან "დოჰა ბანკის" მიერ ჩატარებულ ლატარიაში 1 მილიონი ყატარული რიალი მოიგო, რაც დაახლოებით 225 ათას ევროს უდრის.

"ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. "დოჰა ბანკში" ჩემი ექაუნთი 2016 წლის 5 დეკემბერს გავხსენი. შემდეგ გავიგე გათამაშების შესახებ და გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა." - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ნახევარმცველი ამჟამად "ალ სადში" ასპარეზობს და სეზონში ხელფასის სახით 10 მილიონი ევრო ეძლევა.



  • goga11
  • 29 აგვისტო 2017 20:04
kide fulianebs umartlebt

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით