"მონაკო" არდა თურანის შეძენაზე მუშაობს

29-08-2017, 20:49

"Mundo Deportivo" ავრცელებს ცნობას, რომლის თანახმადაც ფრანგული "მონაკო" კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველის, არდა თურანის შეძენას ეცდება, რომელსაც ესპანეთის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

30 წლის ფეხბურთელის კატალონიური კარიერა ვერ აეწყო. "ატლეტიკოში" დაბრუნების ვარიანტი კი გამოირიცხა, რადგან დიეგო სიმეონემ მისი დაბრუნება არ ისურვა. თურქი ფეხბურთელის აგენტმა, ხორხე მენდემა განაცხადა, რომ ყველაზე რეალური ვარიანტი მისი სამშობლოში, კერძოდ "გალათასარაიში" ტრანსფერია.

მიუხედავად ამისა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურანის დამატების სურვილი საფრანგეთის ჩემპიონებმა გამოთქვეს. "მონეგასკებს" იმედი აქვთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გამოცდილი ნახევარმცველი "ლუი მეორეზე" თამაშს დათანხმდება.



  • goga11
  • 29 აგვისტო 2017 20:50
გალათასარაის მონაკო ჯობია და გამოადგებათ კიდეც ფრანგებს ეს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით