იტალიური გრანდები ვერაფერს გახდნენ, კეიტა ბალდე "მონაკოს" ფეხბურთელია » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

იტალიური გრანდები ვერაფერს გახდნენ, კეიტა ბალდე "მონაკოს" ფეხბურთელია

30-08-2017, 01:18

კეიტა ბალდეს შეძენას დიდი ხანია, რაც იტალიური გრანდები: "ინტერი", "იუვენტუსი" და "მილანი" ცდილობენ, თუმცა ფრანგულმა "მონაკომ" აპენინელებს სენეგალელი ფეხბურთელი ცხვირწინ ააცალა.

კეიტა საფრანგეთის ჩემპიონებს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. სეზონის დასრულების შემდეგ კი ბონუსების სახით "ლაციოს" ხაზინა კიდევ 5 მილიონი ევროთი შეივსება.

ბალდე ახალ კლუბში 14 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. გასულ სეზონში მან "არწივების" მაისური 31 შეხვედრაში მოირგო და 16 გოლის გატანა მოახერხა. აფრიკელ თავდამსხმელს კონტრაქტი 2018 წელს ეწურებოდა, ამიტომ ლოტიტო იძულებული გახდა თავისი გუნდის ლიდერი ზემოთ აღნიშნულ თანხად დაეთმო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით