"არსენალმა" ლემარის შესაძენად "მონაკოს" 92 მილიონი შესთავაზა

31-08-2017, 20:47

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება, რომ ლონდონის "არსენალმა" ფრანგულ "მონაკოს" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში საკმაოდ მაცდური წინადადებით მიმართა.

წყაროზე დაყრდნობით "მეთოფეებმა", ფრანგებს ახალგაზრდა შემტევის თაობაზე 92 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთეს და მათგან პასუხს უახლოეს საათებში ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ ლემარის გადაბირებით "არსენალის" გარდა, "ლივერპულიცაა" დაინტერესებული, თუმცა ფრანგული მხარე ფეხბურთელში საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს, რის გამოც შესაძლოა ტრანსფერი ლონდონელების სასარგებლოდ დადასტურდეს.

ავტორი გიორგი კაპანაძე


  • herrgio
  • 31 აგვისტო 2017 20:47
neta livem iyidos

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით