ოფიციალურად: მბაპე "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა

31-08-2017, 21:39

სულ რამდენიმე წუთის წინ ფრანგულმა "პარის სენ ჟერმენმა" ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი დაადასტურა. პარიზული კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "მონაკოს" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, კილიან მბაპე კარიერას "პსჟს" რიგებში გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, მბაპე იჯარის წესით მომავალ სეზონს დედაქალაქურ გუნდში გაატარებს. კონტრაქტი ასევე გამოსყიდვის უფლებასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, მომავალი სეზონიდან კილიანი უკვე "პსჟს" მფლობელობაში გადავა.

შეგახსენებთ, რომ მბაპე "მონაკოს" ღირსებას 2013 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს.



  • tsandro
  • 31 აგვისტო 2017 21:41
სერიოზული დანამატია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით