ვენგერი:"ლემარმა გადაწყვეტილება თავად მიიღო"

2-09-2017, 12:55

ლონდონის "არსენალის" თავკაცი, არსენ ვენგერი ადასტურებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ლონდონის "არსენალის" მესვეურები "მონაკოსთან" ლემარის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

"ლემარმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, მას "მონაკოში" დარჩენა უნდოდა და დარჩა კიდეც. ასეთ დროს კი ბევრ ლაპარაკს არანაირი აზრი არ აქვს, უბრალოდ პატივი უნდა სცე ფეხბურთელის გადაწყვეტილებას.

ვიცი, რომ დღეს ყველაფერი ფულით გვარდება, მაგრამ ეს ჩვენი სტილი არ არის. ჩვენ კოლეგებსა და ფეხბურთელების გადაწყვეტილებებს ძალიან დიდ პატივს ვცემთ", - განაცხადა "მეთოფეების" სპეციალისტმა პრესასთან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 21 წლის ტომას ლემარის გადაბირების სურვილს მერსესაიდული "ლივერპულის" გერმანელი თავკაციც გამოთქვამდა.

წარმოშობით ფრანგი ლემარი "მონაკოში" 2015 წლიდან ირიცხება. ტომასმა ამ დროის განმავლობაში ფრანგული კლუბის მაისურით 89 შეხვედრაში 19 გოლის გატანა შეძლო.



ავტორი ლუკა ალავიძე



  • messi10
  • 2 სექტემბერი 2017 12:57
vengera sul nagdia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით