ონილის პირველი კომენტარი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

2-09-2017, 22:21

რამდენიმე წამის წინ დასრულდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიას უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ ონილიმ პირველი კომენტარი გააკეთა და თამაში შეაფასა.

"შეხვედრის პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო. მოწინააღმდეგეს მუდმივად ბურთი ეჭირა. დღეს ქართველები დომინირებდნენ."

"ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება როგორც გინდა. სამწუხაროდ, რამდენიმე კარგი შანსის მიუხედავად ქულები დავკარგეთ." - განაცხადა ონილიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით