ბალოტელის ყოფილი მეგობარი გოგონა და ლემინა დაინიშნენ » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ბალოტელის ყოფილი მეგობარი გოგონა და ლემინა დაინიშნენ

3-09-2017, 00:44

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი, მარიო ლემინა და მარიო ბალოტელის ყოფილი მეგობარ გოგონა, ფანი ნეგეშა დაინიშნენ. გაბონელმა ფეხბურთელმა ინსტაგრამის გვერდზე მოდელთან ერთად რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.

"ლივერპულისა" და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელისა და ფანის ურთიერთობა ბევრი ტაბლოიდის გარეკანზე მოექცა, რაც ნეგეშას სამოდელო კარიერაზე საკმაოდ დადებითაც აისახა, თუმცა ბალოტელის პირადი ცხოვრებაც ისე წარიმართა, როგორც საფეხბურთო კარიერა და შეყვარებულიც მალევე გამოიცვალა.

წყვილი ერთმანეთს 2014 წელს დაშორდა და როგორც ჩანს ფანის ახალი კავალერის მოძებნა არ გასჭირვებია. ლემინა ამჟამად "საუთჰემპტონის" რიგებში ასპარეზობს და სულ მალე გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავს.



  • goga11
  • 3 სექტემბერი 2017 00:47
რას უზამდა ამას ბალოტელი smile

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით