ჟირუ:"ლონდონის "არსენალიდან" წასვლა შემეძლო"

3-09-2017, 13:45

ლონდონური "არსენალის" ფრანგმა თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ მას ამ ზაფხულს "მეთოფეების" დატოვება შეეძლო.

"ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩემი შეძენა მარსელს და ლიონს სურდა, მაგრამ საფრანგეთში გადაბარგება არ მინდოდა. მიყვარს ინგლისური ფეხბურთი და სწორედ ამიტომ ინგლისში დარჩენა ვამჯობინე.

საფრანგეთში დაბრუნებას არ ვაპირებ და მსურს, რომ თამაში ისევ "არსენალში" გავაგრძელო.", - განაცხადა ჟირუმ პრესასთან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ჟირუმ ჯამში 29 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლის გატანა მოახერხა.



ავტორი ლუკა ალავიძე


  • messi10
  • 3 სექტემბერი 2017 14:13
jiru unda wavides?

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით