მაკარიძე: "ფრე დადებითი შედეგია"

6-09-2017, 01:48

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად ავსტრიას ეწვია და მეტოქეს 1-1 დაუზავდა. მატჩის შემდგომ შეხვედრის შესახებ კომენტარი ქართველთა კარის დარაჯმა გიორგი მაკარიძემ გააკეთა.

"ბოლო 3 დღეში 2 შეხვედრა ჩავატარეთ, რის გამოც დღევანდელ თამაშში უპირატესობის მოსაპოვებლად ძალები აღარ გვეყო. მიუხედავად ამისა, ფრე მაინც დადებითი შედეგია და დარჩენილ ტურებში ვეცდებით, რომ კიდევ უფრო ღირსეულად ვიასპარეზოთ." - თქვა მაკარიძემ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილში 2 წაგებისა და 5 ფრის შემდეგ 5 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით