მბაპე: "არსენალს ჩემი შეძენა სურდა"

6-09-2017, 23:16

გასული სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის, კილიან მბაპეს "მონაკოდან" "პარის სენ ჟერმენში" გადასვლა გახლავთ. მის შეძენას არაერთი ევროპული გრანდი ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელი კვლავ საფრანგეთში დარჩა და დედაქალაქში გააგრძელა კარიერა.

დღეს მბაპემ თავის ტრანსფერზე საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი დამატებით ლონდონის "არსენალიც" იყო დაინტერესებული.

"დიახ, ვადასტურებ რომ "მეთოფეებს" ჩემი შეძენა უნდოდათ, მაგრამ მე მაინც საფრანგეთში დარჩენა ვამჯობინე და პარიზელებს შევუერთდი."

"მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ "პსჟ"-ში ვითამაშებ. გპირდებით, თავდაუზოგავად ვიშრომებ, რათა თქვენი იმედები გავამართლო და გუნდთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწიო." - აცხადებს კილიანი.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით