"რეალის" პრეზიდენტი: "ჩვენი სატრანსფერო გეგმები ნეიმარსა და მბაპეს..."

8-09-2017, 15:10

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გამოცემა elbernabeu-სთან საუბრისას საინტერესო განცხადება გააკეთა. ესპანელი ბიზნესმენის განცხადებით, მის გუნდს გასულ ზაფხულს დიდი ტრანსფერების გაკეთება შეეძლო, თუმცა ამის სურვილი გუნდში არავის ჰქონდა.

"დიახ, ვადასტურებ, რომ ნეიმარისა და კილიან მბაპეს დამატება მართლაც შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. ვფიქრობ, ამჟამად გუნდის შემადგენლობა სრულიად სტაბილურია და არ საჭიროებს გაძლიერებას. სწორედ ამის გამო მათი შეძენა ვიუარეთ."

"რაც შეეხება ფინანსურ ფეარ პლეის, მე ვეთანხმები მის არსებობას, თუმცა არ ვეთანხმები მის წესებს. როდესაც გაქვს ფული და შეგიძლია დაიმატო ახალი სუპერვარსკვლავები, რატომ უნდა თქვა ამაზე უარი. ფეხბურთის ხიბლიც ხომ სწორედ ასეთი მოთამაშეების ერთად თამაშის ხილვაა." - აცხადებს პერესი.



Martalia es kaci

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით