"გენტის" მწვრთნელმა ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა

9-09-2017, 21:51

ბელგიური "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ჟურნალისტებთან ახალგაზრდა ქართველი ლეგიონერის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.

"ჩაკვეტაძე საკმაოდ ძლიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია. მას ვარჯიშებზე ბევრი გოლი მარტივად გააქვს, თუმცა იგი ბავშვური სენითაა შეპყრობილი და მუდმივად ბურთთან ერთად ყოფნა სურს"

"მისი ძირითად შემადგენლობაში თამაში ჯერ კიდევ ადრეა. მას განვითარება სჭირდება და ამასთან ერთად ენასაც უნდა დაეუფლოს". თქვა ვანჰაზებრუკმა

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 9 სექტემბერი 2017 21:52
მაგარი მოთამაშე დადგება მალე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით