• 23-07-2023
    "ამ მიზეზის გამო ჩაკვეტაძის "უოტფორდში" ტრანსფერი ძალიან გამიკვირდა" - რას ამბობს ბრიტანელი ჟურნალისტი
    "ამ მიზეზის გამო ჩაკვეტაძის "უოტფორდში" ტრანსფერი ძალიან გამიკვირდა" - რას ამბობს ბრიტანელი ჟურნალისტი

    როგორც იცით, გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიპის გუნდთან, "უოტფორდთან" 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

    აღნიშნულ ტრანსფერს "The Athletic"-ის ჟურნალისტი სებასტიან სტაფორდბლური გამოეხმაურა.

    "სიმართლე გითხრათ, ჩაკვეტაძის ფიზიკური კონდიციების გამო მისი "უოტფორდში" გადასვლა ძალიან გამიკვირდა.

    "უნდა ვთქვათ, რომ ამ კომპონენტში გიორგის წლების წინ უჭირდა, ახლა კი, შესაძლოა, მოუმატა კიდეც.

    "ჰამბურგში" ყოფნისას მას ეპიზოდური როლები ჰქონდა, თუმცა ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ხიფათის შექმნა მუდამ შეუძლია", - თქვა ჟურნალისტმა.

    Facebook კომენტარები