კაშია: "თავიდან ყველამ დამცინა ახლა კი..."

14-09-2017, 18:00

არნემის "ვიტესის" და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიურ კლუბში გადასვლის ეპიზოდი გაიხსენა და საუბრისას ის მომენტი გამოჰყო, რის გამოც მისი თქმით მას ყველამ დასცინა.

"როდესაც 2010 წელს "ვიტესში" გადავედი, პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ აქ ტიტულების მოსაგებად გადმოვედი, რის გამოც ყველამ დამცვინა, თუმცა ახლა ხედავთ, რომ "ვიტესი" ძლიერი გუნდია, რომელიც ევროპა ლიგაზე ასპარეზობს." თქვა კაშიამ

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის პირველ ტურში ქართველი უკანახაზელის გუნდი იტალიურ "ლაციოს" დაუპირისპირდება. 

ავტორი გიორგი კაპანაძე



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით