ვინ გახდება ლიგა 1-ის ბომბარდირი?

17-09-2017, 10:38

საფრანგეთის ლიგა 1-ში ბომბარდირობისთვის 3 ფეხბურთელი იბრძვის რადამელ ფალკაოს, ნეიმარ ჯუნიორისა და ედისონ კავანის სახით. შესაძლოა ბევრი "პსჟ-ს" ვარსკვლავებისგან ელოდეს აღნიშნული ჯილდოს მოპოვებას თუმცა, ფალკაო მოწინააღმდეგეს ტოლს არ უდებს.

ლიგა 1-ის მე-6 ტურის ერთ-ერთ მატჩში, რომელიც "მონაკოსა" და "სტრაზბურგს" შორის გაიმართა, 2 გატანილი ბურთით თავი რადამელ ფალკაომ გამოიჩინა, რომელიც ბომბარდირთა სიაში დაწინაურდა.

ამჟამად კი საფრანგეთის უმაღლესი ლიგის საუკეთესო მეგოლეთა სია შემდეგი სახით გამოიყურება:

1. რადამელ ფალკაო, მონაკო - 9 გოლი

2. ედინსონ კავანი, პსჟ - 7 გოლი

3. ნეიმარი, პსჟ - 4 გოლი

4. ნაბილ ფეკირი, ლიონი - 4 გოლი

5. მარიანო დიასი, ლიონი - 4 გოლი

ავტორი გიორგი კაპანაძე


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით