გორეცკამ მომავალი კლუბი აირჩია

20-09-2017, 19:58

"შალკეს" ნახევარმცველის, ლეონ გორეცკას შეძენას ძალიან ბევრი ტოპ კლუბი ცდილობს. მისი შეძენით ისეთი გუნდები ინტერესდებიან, როგორებიც არიან: "იუვენტუსი", "ბარსელონა", "ლივერპული" და "ბაიერნი".

გერმანულმა კლუბმა 22 წლის ნახევარმცველს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, თუმცა გორეცკასაგან უარი მიიღო. მიმდინარე კონტრაქტი კლუბსა და ფეხბურთელს ერთმანეთთან 2018 წლამდე აკავშირებთ.

როგორც ჩანს ლეონმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. "Bild"-ის ინფორმაციით "ბიანკონერის" ბოსები გორეცკას თამაშს დაესწრნენ, თუმცა ტურინში უსიამოვნო ამბით გაბრუნდნენ.


  • goga11
  • 20 სექტემბერი 2017 19:59
არ მომწონს ეს ფეხბურთელი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით