"ევერტონი" - "ბორნმუთი"

23-09-2017, 01:06

დღეს, თბილისის დროით 18:00-ზე, ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში "ევერტონი" საკუთარ მოედანზე "ბორნმუთს" მიიღებს. "ევერტონმა" ზაფხულში ბევრი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა, სეზონის პირელი 2 შეხვედრაც კარგად ჩაატარა, თუმცა შემდეგ კრიზისი დაიწყო, რაც რთული კალენდარითა და ტრავმებით იყო განპირობებული. ამ მომენტისთვის რონალდ კუმანის გუნდს 4 ქულა აქვს დაგროვებული და ბოლოდან მესამე პოზიციას იკავებს, რაც ნამდვილად არ შეესაბამება იმ სათამაშო კლასს, რომელიც ამ გუნდს გააჩნია. რაც შეეხება "ბორნმუთს", ედი ჰაუს გუნდიც ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს და ცხრილში "ევერტონზე" ერთი საფეხურით ქვევით იმყოფება. სავარაუდოდ, ლივერპულელები აღზევებას სწორედ დღევანდელი თამაშიდან დაიწყებენ და საკუთარ მოედანზე სუსტ "ბორნმუთთან" 3 ქულის აღებას მოახერხებენ.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის პროგნოზია "ევერტონის" მოგება, კოეფიციენტი - 1.75 


ფსონის დადება შეგიძლიათ Adjarabet.com-ზე,
 ​დადება​​​

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით