"დორტმუნდი" - "გლადბახი"

23-09-2017, 10:48

დღეს, თბილისის დროით 20:30-ზე, გერმანიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში "დორტმუნდი" საკუთარ მოედანზე "გლადბახს" მიიღებს. აღსანიშნავია, რომ "დორტმუნდმა" სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და პირველი 5 თამაშიდან 4-ის მოგება მოახერხა. რაც შეეხება "გლადბახს", ეს გუნდი არასტაბილურად გამოიყურება და ამ მომენტისთვის მხოლოდ 8 ქულა აქვს დაგროვებული. გუშინ საკუთარი შეხვედრა ბუნდესლიგის ამ ტურში ვერ მოიგო მიუნხენის "ბაიერნმა", რაც დორტმუნდელებს აძლევს კარგ საშუალებას სატურნირო ცხრილში 16 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდნენ და "ბაიერნი" 3 ქულით ჩამოიშორონ. სავარაუდოდ, პიტერ ბოშის გუნდი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს და მატჩს გამარჯვებით დაასრულებს.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის პროგნოზია "დორტმუნდის" მოგება, კოეფიციენტი - 1.46


ფსონის დადება შეგიძლიათ Adjarabet.com-ზე, დადება

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით