• 24-07-2023
    თითქმის გადაწყვეტილია! - ნიკო გონსალესი “პორტუში” გადადის
    თითქმის გადაწყვეტილია! - ნიკო გონსალესი “პორტუში” გადადის

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელის, ნიკო გონასელესის გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკო გონსალესი მზად არის, რომ “პორტუს” შეუერთდეს.

    ტრანსფერის გაოფიციალურდებამდე მხოლოდ ერთი დეტალია მოსაგვარებელია. გონსალესს მეტი ხელფასის მიღება სურს, რაზეც ფეხბურთელის აგენტსა და პორტუგალიურ გუნდს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

    ცნობისთვის, ნიკო გონსალესი გასულ სეზონში “ვალენსიაში” იყო განათხოვრებული.

    Facebook კომენტარები