"ვიტესმა" "აიაქსს" კაშიას გოლით სძლია

24-09-2017, 18:35

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-6 ტურის მატჩი, რომელშიც ამსტერდამის "აიაქსმა" არნემის "ვიტესს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

სტუმართა მხრიდან ანგარიშის გახსნა გუნდის ქართველმა კაპიტანმა, გურამ კაშიამ გახსნა. შეხვედრის 21-ე წუთზე ქართველმა მცველმა ბრუნსის ჩაწოდებულ ბურთს თავი ზუსტად დაუხვედრა და მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდგომ არნემელებს უკვე 13 ქულა დაუგროვდა და ლიდერ "პსვ"-ს 2 ქულით ჩამორჩება.

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით