კაშიას პირველი კომენტარი "აიაქსის" ძლევის შემდეგ

24-09-2017, 20:14

როგორც იცით, დღეს ერედივიზიონის მეექვსე ტურში არნემის "ვიტესი" ამსტერდამის "აიაქსს" ესტუმრა და ანგარიშით 1:2 დაამარცხა. არნემელთა რიგებში პირველი გოლის ავტორი გუნდის ქართველი კაპიტანი, გურამ კაშია გახლავთ.

"ვიტესის" ლიდერმა მატჩის შემდგომ პირველი კომენტარი გააკეთა.

"მოხარული ვარ, რომ დღეს 3 ქულა მოვიპოვეთ. რთული კვირა გვქონდა და ერთადერთი კარგი დასასრული მხოლოდ ამსტერდამში გამარჯვება იქნებოდა."

"იმედი მაქვს, დღევანდელი წარმატებით არნემელი ქომაგების გულები კვლავ გავახარეთ." - აცხადებს კაშია.

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით