29 სექტემბერს თბილისში კაფუც ითამაშებს

24-09-2017, 22:49

მოგეხსენებათ, 29 სექტემბერს თბილისში ლეგენდების თამაში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიო ფეხბურთის ვეტერანი ვარსკვლავები მიიღებენ.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ "დინამო არენაზე" ხავიერ ძანეტის, დიდას, კარლეს პუიოლს, ანდრეი შევჩენკოს, რივალდოს, ტოტის, ენრან კრესპოს, ლუკა ტონის, პაოლო მალდინის, სერჟინიოს, კრისტიან აბიატის, ივან კორდობას, მაურო ტასოტის, ალესანდრო კოსტაკურტას ვიხილავდით. დღეს კი ამ სიას კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი დაემატა.

როგორც ცნობილია, სხვა ლეგენდებთან ერთად თბილისში "მილანისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი, კაფუც ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი საქველმოქმედოა და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული მთლიანი თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.



  • beka10
  • 24 სექტემბერი 2017 22:56
vaaa kafu <3

bileti ragirs vinc icit daweret ra

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით