ვლადიმერ ვაისის მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია

25-09-2017, 22:04

საზოგადოებრივი რადიო 1-ის ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურლმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვალდიმერ ვაისი მზაობას გამოთვამს, მიმდინარე ხელშეკრულება გაახანგრძლივოს და საკუთარ პოსტზე დარჩეს.

სლოვაკ სპეციალისტს კონტრაქტი ეროვნულ ნაკრებთან 3 თვეში ეწურება. როგორც მუჯირმა განაცხადა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონსულტაცია უკვე გაიმართა და ორივე მხარე თანახმაა, თანამშრომლობა გააგრძელოს.

სავარაუდოდ, დეტალები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ოქტობრის დასაწყისში გახდება, როდესაც ეროვნული ნაკრები უელსთან შეხვედრისთვის მზადებას დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ვაისმა საქართველოს ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ოფიციალური შეხვედრა ვერ მოიგო, თუმცა ამხანაგურ მატჩში ესპანეთის ნაკრების დამარცხება მოახერხა.

საინტერესო

  • beka10
  • 25 სექტემბერი 2017 22:07
ძალიან კარგი ინფორმაციაა
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით