"აპოელი" - "ტოტენჰემი"

26-09-2017, 14:09

დღეს, თბილისის დროით 22:45-ზე, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში "აპოელი" საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემს" უმასპინძლებს. ლონდონელებმა პირველი მატჩი "დორტმუნდთან" მოიგეს, ახლა გერმანელები "რეალს" ხვდებიან და შესაბამისად მაურისიო პოჩეტინოს გუნდს კარგი შანსი აქვს 6 მოპოვებული ქულით ჯგუფიდან გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგას. კვიპროსის "აპოელი" ამ ჯგუფში განიხილება გუნდად, რომელთანაც ყველამ 3 ქულა უნდა აიღოს. სავარაუდოდ, მთლიანად მატჩი "ტოტენჰემის" სრული უპირატესობით წარიმართება და ინგლისელები დაგეგმილი 3 ქულის აღებას მარტივად მოახერხებენ.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის პროგნოზია "ტოტენჰემის" მოგება, კოეფიციენტი - 1.45

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით