სტადიონი, რომელიც ეკვატორზე გადის

27-09-2017, 15:56

მსოფლიოს საფეხბურთო ისტორიას არაერთი საინტერესო და უნიკალური სტადიონი ახსოვს. თუმცა ალბათ ცოტას თუ ეცოდინება ბრაზილიის ქალაქ მაკაპაში არსებული არენის უნიკალურობის შესახებ.

"ესტადიო მილტონ კორეა", რომელიც ასევე "ზერაოს" სახელითაც არის ცნობილი, რამდენიმე ბრაზილიური გუნდის საშინაო არენაა. მისი უნიკალურობა კი მდგომარეობს იმაში, რომ მინდვრის ცენტრი ზუსტად ეკვატორზე გადის. მაშასადამე, ამ მოედანზე მოთამაშე ერთი გუნდი ეკვატორის ერთ მხარეს ასპარეზობს, ხოლო მეორე გუნდი მეორე მხარეს.

აღნიშნული სტადიონი 1990 წელს აშენდა და მას 10'000 გულშემატკივრის დატევა შეუძლია. სახელი "ზერაოც" სწორედ იმიტომ შეარქვეს, რომ ზუსტად ეკვატორის გასწვრივ არის ის აშენებული.



საინტერესო

  • tsandro
  • 27 სექტემბერი 2017 15:57
ვაა, საინტერესოა
ციტატა: tsandro
ვაა, საინტერესოა

getanxmebi
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით