დაუვიწყარი ქართველი ფეხბურთელები » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

დაუვიწყარი ქართველი ფეხბურთელები

13-10-2017, 12:50

Footballnews.ge წარმოგიდგენთ დაუვიწყარი ქართველი ფეხბურთელების სამეულს და მათ ბიოგრაფიებს.

3. ალექსანდრე ჩივაძე დაიბადა 1955 წლის 8 აპრილს, კლუხორში. ჩივაძემ მთელი კარიერა "დინამოს" რიგებში გაატარა. იყო "დინამოსა" და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნაკრების კაპიტანი. მურთაზ ხურცილავას გარდა, ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც სსრკ-ს ნაკრების კაპიტნის სამკლაური მოირგო. 1980 წელს ალექსანდრე საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 2012 წლიდან ლეგენდარული ფეხბურთელი საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

2. საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი, ვიტალი დარასელია დაიბადა 1957 წელს, ზესტაფონის რაიონში. წარმატებულმა ქართველმა ფეხბურთელმა თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი "დინამოში" გაატარა. უეფა-ს თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების გათმაშების ფინალში,  მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, "კარლ ცაისისკარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. ისტორიული ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგ პოპულარობის ზენიტში მყოფი ვიტალი დარასელია ტრაგიკულად, დავით ყიფიანის მსგავსად, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

1.ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, დავით ყიფიანი დაიბადა 1951 წლის 18 ნოემბერს. ქართველი ნახევარმცველი თამაშობდა თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1977 წელს ყიფიანი საბჭოთა სამყაროს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელდა. მისი სახელობისაა საქართველოს თასი და სტადიონი გურჯაანში. იგი ავტო-ავარიის შედეგად გარდაიცვალა.


ავტორი ლუკა ალავიძე






  • messi10
  • 13 ოქტომბერი 2017 12:50
საუკეთესონი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით