დიარამ ვარსკვლავების ცუდი სტატისტიკა შეწყვიტა

17-10-2017, 23:54

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა "მანჩესტერ სიტისა" და ნეაპოლის "ნაპოლის" შორის, რომელშიც საკმაოდ საინტერესო და საოცარი ფაქტი დაფიქსირდა.

კერძოდ შეხვედრის 38-ე წუთზე "სიტის" კარში დანიშნული საპენალტო დარტყმა დრის მერტენსმა ვერ გამოიყენა, ხოლო მე-2 პენალტი კი რომელიც კვლავ "ქალაქელების" კარში დაიდო ამჯერად დიარამ გამოიყენა.

დიარა კი ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე "სიტის" წინააღმდეგ დანიშნული ბოლო 7 გაფუჭებული პენალტის შემდეგ გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯების" წინააღმდეგ საპენალტო დარტყმები ვერ გამოიყენეს: მესიმ, რაფაელმა, იბრაჰიმოვიჩმა, ნეიმარმა, ფალკაომ და მერტენსმა.

ავტორი გიორგი კაპანაძე


  • herrgio
  • 18 ოქტომბერი 2017 00:55
ვააა სად გაუვარდა ;დდდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით