"ევერტონის" გულშემატკივარმა გუშინ შვილთან ერთად იჩხუბა (ვიდეო)

20-10-2017, 12:10

"ევერტონი" მიმდინარე სეზონში საკმაოდ ცუდ ფორმაშია და ეს კლუბი ინგლისურ გუნდებს შორის ევრო ტურნირებზე ჯერ-ჯერობით ყველაზე ცუდ შედეგს აჩვენებს.

პრემიერ ლიგის კლუბებს შორის, "ევერტონი" ერთადერთია, რომელმაც ევრო ტურნირებზე მიმდინარე სეზონში გამარჯვებას ვერ მიაღწია. ბოლო მატჩი კლუბმა "ლიონის" წინააღმდეგ გამართა საკუთარ მოედანზე, რომელშიც 1-2 დამარცხდა.

ამ შეხვედრაში კი თამაშის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს შორის მოედანზე სიტუაცია იმ დონეზე დაიძაბა, რომ მათ ერთმანეთში ჩხუბი დაიწყეს, თუმცა ჩხუბს არც გულშემატკივარი ჩამორჩა და როგორც ვიდეოში ჩანს ის საკუთარ შვილთან ერთად ებრძვის "ლიონის" ფეხბურთელებს.




  • herrgio
  • 20 ოქტომბერი 2017 12:11
au mama rra kacia :D :D :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით