"ევერტონმა" ფანს სამუდამო ბანი დაადო » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ევერტონმა" ფანს სამუდამო ბანი დაადო

21-10-2017, 14:19

ლივერპულის "ევერტონმა" საკუთარ გულშემატკივარს სამუდამო ბანი დაადო, რის მიზეზადაც მისი მხრიდან ლიონის "ოლიმპიკის" ფეხბურთელზე თავდასხმა დასახელდა.

რამდენიმე დღის წინ ევროპა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, რომელიც "ევერტონს" და ლიონის "ოლიმპიკს" შორის გაიმართა, ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა რაშიც გულშემატკივარიც ჩაერთო.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საკუთარი გუნდის ღირსებას ტრიბუნიდან იცავდა, არეულობის დროს საკუთარ შვილთან ერთად ფრანგების მეკარეს დაესხა თავს, რაც მას საბოლოოდ ძვირად დაუჯდა.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 21 ოქტომბერი 2017 14:19
ამის ვიდეო ვნახე რას ჩხუბობდა ტიპი ;დდდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით