კაშია: "მომხდართან დაკავშირებით არაფერს ვნანობ"

23-10-2017, 09:52

საქართველოს ეროვნული ნაკრების და არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია, ქართველი გულშემატკივრის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც LGBT პირთა მხარდამჭერ კაპიტნის სამკლაურს უკავშირდება, რომელიც მან ერთ-ერთ შეხვედრაზე გაიკეთა.

"მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მანამ სანამ ადამიანი სხვებს რაიმე ცუდს არ გაუკეთებს, მე მხარს დავუჭერ მას.

ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს. ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს Facebook გვერდზე გამოხატეს უკმაყოფილება და ცხადია, მე ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია.

ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ, მაგრამ მე არ მინანია რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა რომ იყო, ეს ჩემი ხედვაა. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
 
 თუნდაც ათასობით ადამიანი ამის წინააღმდეგი იყოს, თუ ჩემი ეროვნული ნაკრები გამომიძახებს, მე აუცილებლად წავალ სათამაშოდ," - ციტირებს კაშიას სიტყვებს ტაბულა

ავტორი გიორგი კაპანაძე


საინტერესო

  • herrgio
  • 23 ოქტომბერი 2017 09:52
უკომენტაროდ
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით